Channel One/Digital TV Family

 

 

გლობალიზაცია, საზღვრების გახსნილობა, რუსეთიდან სპეციალისტების დიდი მოთხოვნა - ამ და სხვა ფაქტორებმა განაპირობა მთელს მსოფლიოში რუსულენოვანი ადამიანების მიგრაცია და გავრცელება. ყველაზე დიდი რუსულენოვანი მაუწყებელი - Channel One მიყვება უახლეს ტენდენციებს და აქტიურად ავრცელებს მის საერთაშორისო მაუწყებლობას. საერთაშორისო მაუწყებლობა ფარავს უკრაინას, დსთ-ს და ბალტიის ქვეყნებს; ევროპას, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას; აზიის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებს და ავსტრალიას. Channel One  მაუწყებლობა ხელმისაწვდომია მთელს პლანეტაზე სადაც არის მოთხოვნილება მაღალ ხარისხის მქონე რუსულენოვან ტელევიზიაზე. Channel One -ს საერთაშორისო მაყურებელების ძირითადი ნაწილი შედგება რუსულენოვანი მოსახლეობისგან, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ასევე ტურისტებისგან და იმ უცხოელებისგან, რომლებიც სწავლობენ რუსულს. ყოველ დღე, ისინი რთავენ პირველ არხს და უსმენენ რუსეთიდან უკანასნკელ ამბებს, უყურებენ საუკეთესო რუსულ ფილმებს და საერთაშორისო ტოპ პრემიერებს საუკეთესო თარგმანით, საუკეთესო გასართობ კონტენტს და ექსკლუზიურ მუსიკალურ და სპორტულ ღონისძიებებს. 

 

 

 

ეს არის არხი კვების, როგორც პრესტიჟის ელემენტის და ესთეტიკური სიამოვნების წყაროს შესახებ, არხი ყველასთვის, ვინც თვლის რომ სამზარეულო არის ხელოვნება და დიდი სიამოვნება. დიდებული პიროვნებები, მაღალ, ეთნიკურ და საავტორო სამზარეულოში, სარესტორნო ბიზნესში საუკეთესო შეფ-მზარეულები, კონდიტრები, ღვინის დეგუსტატორები გვიზიარებენ საკუთარ კულინარიულ გამოცდილებას და შთაბეჭდილებებს, სამზარეულოს საიდომლოებებს. Телекафе  გვთავაზობს ინტელექტუალურ მიდგომასა და ახალ შეხედულებებს კულინარიისადმი, კვებისადმი, პროდუქტებისა და მათი მომზადების წესისადმი.

 

 

 

ამ არხზე იხილავთ საუკეთესო კლიპებს, ცოცხალ კონცერტებს, ჰიტ-აღლუმებს. ეს არის თანამედროვე მუსიკის ფართო სპექტრი, ესტრადიდან კლასიკური როკის ჩათვლით, მოდური ახალგაზრდული სტილიდან, ძველი პუპულარული ჰიტების ჩათვლით.
არხი მუშაობს წამყვან საპროდიუსერო ცენტრებთან, რათა გააუმჯობესოს მუსიკალური ვიდეოების ბიბლიოთეკა.
საუკეთესოდ შერჩეული, ვიზუალური, თანამედროვე დიზაინისა და ფართომასშტაბიანი გამოსახულებების კომბინაცია განსაზღვრავს არხის უნიკალურობას - მას შეუძლია მაყურებელთა სურვილების გათვალისწინებით შექმნას სასიამოვნო ფონი და განწყობა მსმენელისთვის.

 

 

«Бобёр» - 24 საათიანი ტელეარხი შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს ცვლილებები, ეძებს შთაგონებას და სურს გარშემო შექმნას კომფორტული და ლამაზი გარემო. ეს არის არხი თანამედროვე დიზაინისა და მარტივი არქიტექტურული იდეების შესახებ, რომლებიც დაგვეხმარება შევქმნათ სიმყუდროვე ჩვენს სახლებში, აგარაკებსა თუ ოფისებში. არხის დევიზია - „შეცვალეთ ცხოვრება უკეთესობისკენ“. ამ არხს ქმნის პროფესიონალთა გუნდი - ინტერიერის დიზაინერები, არქიტექტორები, მშენებლები, ლანდშაფტის და სხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც რეალურ მაგალითზე გვაჩვენებენ, თუ როგორ გავხადოთ გარემო უფრო ფუნქციონალური და ნათელი ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე და რაც მთავარია საკუთარი ხელებით.

 

 

ახალი საბავშვო ტელეარხი «О!» შექმნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. შემეცნებით არხზე წარმოდგენილია საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამები და მულტფილმები. ბავშვების მიერ ტელევიზორთან გადატარებული დრო არის არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც. ტელეარხი მიმართულია ფანტაზიორი, ექსპერიმენტატორი და ცნობისმოყვარე პატარებისკენ.

 

 

 

უნიკალური ისტორიულ-ბიოგრაფიული არხი გამოჩენილი ხალხის, დიდი თანამედროვე და ლეგენდარული პიროვნებების - მსახიობების, სპორტსმენების, მუსიკოსების, პოლიტიკოსების, მეცნიერების - ცხოვრების შესახებ. ყოველდღიურად არხის ეთერში იხილავთ საავტორო და ბიოგრაფიულ პროგრამებს, გადაცემებს ლეგენდარული ადამიანების და ეპოქალური მოვლენების შესახებ, რუსეთის და საზღვარგარეთის დოკუმენტურ ციკლს, ფასდაუდებელ მასალებს სახელმწიფო ტელერადიოფონდის და Первый канал-ის არქივიდან.

 

 

 

ამ არხზე 24 საათის განმავლობაში მაყურებელს საშუალება აქვს იხილოს რუსი რეჟისორების საუკეთესო ფილმები, ბლოკბასტერები, პრესტიჟული კინოფესტივალების ლაურეატი-პრიზიორი ფილმები, კინემატოგრაფიის კლასიკური შედევრები, ახალი საავტორო კინოები, და ასევე ყველაზე ახალი სერიალები. არხზე შეგიძლიათ იხილოთ იმ ცნობილი მსახიობების, რეჟისორების, სცენარისტების დაბადების დღეები და იუბილეები, რომლებიც შესულნი არიან რუსული კინემატოგრაფიის ისტორიაში. ყოველწლიურად არხი გთავაზობთ ათობით ახალ ფილმს, რომელთაგან ბევრი მათგანი პირველად ჩნდება ეკრანზე სწორედ Дом кино-ს  საშუალებით.

 

 

 

სატელევიზიო არხის საუკეთესო სტანდარტი

ტელეარხ Dom Kino Premium-ს აქვს საუკეთესო გამოსახულება, ხმა და მაღალი პროფილის პრემიერები. ამ არხზე ფილმების ყურებისას თქვენ ფაქტიურად კინოთეატრში ხართ! ათასობით საათის ხანგრძლივობის პრემიუმ კონტენტი გადაიცემა ეთერში: რუსული ბლოკბასტერები, უახლესი ჰიტები, საუკეთესო ტელესერიები და ექსკლუზიური ინტერვიუები ვარსკვლავებთან.

DOM Kino Premium-ს უყურეთ 24 საათის განმავლობაში HD ფორმატში

 

 

 

არხი მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში, სადაც პროგრამები ადაპტირებულია დროის მიხედვით. ბავშვებს შეუძლიათ უყურონ მათთვის საყვარელ გადაცემებს მათთვის თავისუფალ ნებისმიერ დროს. წარმოდგენილი პროგრამები არ შეიცავს ძალადობასა და აგრესიას. პროგრამები გათვალისწინებულია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის, რომლებიც შედგენილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. პროგრამის ხანგრძლივობა არ აღემატება ნახევარ საათს. ამ არხზე იხილავთ შემეცნებით და საგანმანათლებლო გადაცემებს, რომლებიც ბავშვებს ასწავლის როგორ წერონ, იკითხონ, დაითვალონ და ისაუბრონ სწორად, განავითარონ რიტმის გრძნობა, მუსიკალური სმენა, ფანტაზია, არხი უყვება ბავშვებს ცხოველთა სამყაროს და მსოფლიოს საოცრებათა შესახებ, ასწავლის უცხო ენების საფუძვლებს და ეტიკეტს. არხი ასევე გვთავაზობს სპორტულ შოუებს და ინტელექტუალურ ვიქტორინებს, რომლებიც ეხმარება ბავშვებს გაიგონ საგზაო მოძრაობის წესები, ისწავლონ ბევრი ახალი რამ, და იგრძნონ თავი როგორც გუნდის წევრებმა. ასევე იხილავთ პოპულარულ და ახალ ფილმებს, რომლებიც სიფრთხილით არის შერჩეული.

 

უკან