Scripps Network Channels

ტელეარხი Travel Channel წარმოგიდგენთ მოგზაურობის უნიკალურ ექსპერიმენტებს. მისი პროგრამებით მაყურებელი იმოგზაურებს მთელს მსოფლიოში, დაწყებული მდიდრული დასასვენებელი ადგილებიდან და კულინარული აღმოჩენებიდან, დასრულებული ლაშქრობის თავგადასავლებითა და ეპიკური მოგზაურობებით. Travel Channel გაჩვენებთ გასაოცარ, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ადგილებს. ეს არხი თქვენთვის ხელმისაწვდომს ხდის კულისებიდან გაეცნოთ მოგზაურობის ყველა მხარეს, შეგახვედრებთ ხალხს დაწყებული მესაზღვრეებიდან, დამთავრებული კაზინოს კრუპიეებითა და მოცეკვავე გოგონებით. რეალური ადამიანები, რეალური და დაუჯერებელი ისტორიები ერთ კამერაში.  იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით ცოტა უფრო მეტ ფუფუნებასთან ერთად. Travel Channel საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ პირველი კლასის გარემოში, რადგან იგი გამოგზაურებთ მსოფლიოს ყველაზე მდიდრულ დასასვენებელ ადგილებში.  წაახალისე შენი ვნებები - სადაც არ უნდა წახვიდე გჭირდება - მატარებლები, თვითმფრინავები ან სწრაფი გადაადგილების სხვა საშუალება. ჟრუანტელი დაგივლით როცა გახდებით მსოფლიოს ყველაზე ექსტრემალური რბოლის მონაწილე Travel Channel-თან ერთად. გამაგრდი რომ გამოსცადო შენს ცხოვრებაში ყველაზე შთამბეჭდავი რბოლა! 

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ არხზე! მხოლოდ Travel Channel-თან ერთად!

 

ტელეარხი Food Network კულინარიის ხელოვნებაზე, გემრიელი კერძების შესახებ პროგრამებზე ახლებურ ხედვას გვთავაზობს, მათ ბრწყინვალე და მოულოდნელ საზღვრებს გვიხსნის. საჭმლის როგორც სიამოვნების მიღების წყაროს განდიდებით Food Network საკუთარ ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ბრენდად რჩება. ტელეარხის პროგრამა აღსავსეა მრავალი ჯილდოთი აღნიშნული შოუებით, ცნობილი შეფ-მზარეულების მონაწილეობით და წარმტაცი კულინარული შეჯიბრებებით. ტელეარხის წამყვანები სიამოვნებით გვიზიარებენ ორიგინალურ და საინტერესო რეცეპტებს და სიხარულით გვიყვებიან სხვადასხვა ქვეყნების გასტრონომიულ ტრადიციებზე, ცნობილი ადამიანების საკვებისადმი მიდრეკილებაზე და საუკეთესო კერძების მომზადების საიდულმოებებს გვიზიარებენ.

 

 

ტელეარხის Fine Living წამყვანები –  ნოვატორ-დიზაინერები, სტილის გურუები, მოდის სამყაროს ექსპერტები და შეფ-მზარეულები მთელი მსოფლიოდან - ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის არასტანდარტული იდეებით აღსავსე არიან, ისინი ეხმარებიან მაყურებელს ჩვეული ცხოვრების ყაიდისთვის ახალი ფერების მინიჭებაში. Fine Living -ის პროგრამა შედგება შოუებისგან, რომლებიც მიძღვნილია ოცნების სახლის ძიებისადმი, ნაკვეთების გაკეთილშობილებისადმი, მშვენიერ კუთხეებში ცხოვრებისადმი, მეპატრონის მოთხოვნების შესაბამისი დიზაინისა და საცხოვრისის შექნმნისადმი. ტელეარხი Fine Living – ახალ ადგილებზე მოწყობის და მყუდრო გარემოს შექმნის, დიზაინისა და ცხოვრების თანამედროვე წესის შესახებ გასართობი პროგრამების საუკეთესო შეხამებაა, რომლებიც რამდენიმე რუბრიკაშია წარმოდგენილი: დიზაინი და რემონტი, ოცნების სახლები, ყიდვა-გაყიდვა, ჰობი.

 

 

უკან